Thumbnail

რატომ იკეთებდა მაიკლ ჯექსონი კოსტიუმზე სამკლავურს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოს მაიკლ ჯექსონს სცენასა თუ ვიდეორგოლებში ხშირად ნახავდით მოკასინებით, თეთრი ფერის წინდებით, შლაპით და ბრჭყვიალა ცალი ხელთათმანით. აგრეთვე შენიშნავდით კოსტიუმზე შემოხვეული სამკლავურით, რომელიც ფანებში მუდმივად ინტერესს იწვევდა. როგორც ბრიტანული გამოცემა Express წერს, მის სატარებლად მაიკლს განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა.

ნახეთ: მაიკლ ჯექსონის ქანდაკება, რომლის დემონტაჟიც ორჯერ მოხდა

არტისტმა, რომელიც თავისი საქველმოქმედო საქმიანობით იყო ცნობილი, 1992 წელს ფონდი Heal the World Foundation დააარსა მსოფლიოს ღატაკ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად. ის მათ საკუთარ რანჩოში Neverland მოწყობილ პარკში იწვევდა ატრაქციონებზე გასართობად და ღონისძიებებს მართავდა ბავშვებისთვის ფულის შესაგროვებლად. ჯექსონი ქველმოქმედებაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვას სწორედ სამკლავურით ცდილობდა, რომლებიც, როგორც წესი, კოსტიუმის და მოსაცმელების მარჯვენა სახელოზე ეკეთა ხოლმე.

კიდევ ერთი ვერსიით, მაიკლს სურდა, რომ მის ვიზუალში ინტრიგის შემცველი დეტალი ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ მასთან იქნებოდა ასოცირებული და ფანებსაც კითხვებს დაუტოვებდა.

როგორ ინიღბებოდა მაიკლ ჯექსონი, ხალხს რომ ქუჩაში ვერ ეცნო

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მაიკლი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული