Thumbnail

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დარბაზში პირველი კონცერტი გამართა. ღონისძიებას ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ღამის კლუბმა Tier Nightclub უმასპინძლა.

Tekashi 6ix9ine: ვაღიარებ, რომ ბედნიერი არ ვარ, ღმერთის რწმენა არ დაკარგოთ

Tekashi 6ix9ine განმარტავს, როგორ დაიკლო წონაში

ნახეთ: რაც გავაკეთე, არ ყოფილა ჩაშვება, ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება

აღსანიშნავია, რომ ჰიტის GOOBA შესრულების დროს ტეკაში სპეციალურად მოწყობილი, იზოლირებული სცენიდან თაყვანისმცემლებთან გადახტა, რამაც ადგილზე შეკრებილი ადამიანების აღფრთოვანება გამოიწვია. ერთ-ერთმა ფანმა მას ქუდი მოჰხადა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუსიკოსს კისრიდან ძვირადღირებული სამკაული მოჰგლიჯეს. რეპერის დაცვის წევრებმა დროულად მოახერხეს მისი აღება. ამ მომენტის შემდეგ კი კონცერტი შეწყდა. ვიდეომასალა ტეკაშიმ ინსტაგრამის გვერდზე თავად გაავრცელა.

"ჩემზე ამბობდნენ, რომ სახლიდან გარეთაც კი ვერ გავიდოდი, მე კი კონცერტზე დამსწრე აუდიტორიაში 2 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულებით ვხტები. რეალური ცხოვრება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერნეტ მუქარები", - წერს ტეკაში ვიდეოს აღწერაში.

ცნობილია, რომ სიქსნაინს ამ კონცერტისთვის ჰონორარის სახით $100 000 გადაუხადეს. ტეკაშიმ ინსტაგრამის სთორიში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ აღნიშნული თანხა მან ნაღდი ფულით მიიღო.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული