Thumbnail

ფრანგული ჰევი მეტალ ბენდი Gojira ახალ კომპოზიციას The Chant ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Fortitude იქნება წარმოდგენილი, რომელიც 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 30 აპრილს გამოიცემა.

ნახეთ: Gojira - Into The Storm

ნახეთ: Gojira - Amazonia

Gojira ქალაქ ბაიონაში 1996 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Terra Incognita გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Magma მოუტანა, რომელიც გრემის დაჯილდოებაზე ორ სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული