Thumbnail

მოუსმინეთ: ედი ვან ჰალენის შვილმა, ვოლფგანგმა ახალი სინგლი Feel გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული გიტარისტის, ედი ვან ჰალენის შვილმა, ვოლფგანგ ვან ჰალენმა, ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად, ახალი კომპოზიცია Feel გაავრცელა. სინგლი მის სადებიუტო ალბომში Mammoth WVH შევა, რომელსაც მუსიკოსი ამავე ფსევდონიმით 11 ივნისს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში გამოყენებულ ყველა ინსტრუმენტზე ვოლფგანგი თავად უკრავს.

მოუსმინეთ: ედი ვან ჰალენის შვილმა, ვოლფგანგმა ახალი სიმღერა You’re To Blame გაავრცელა

ვოლფგანგ ვან ჰალენს მშობლებმა სახელი ლეგენდარული კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პატივსაცემად დააარქვეს. მან მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს ის გახლდათ ჯგუფების Van Halen და Tremonti ბასისტი. ახალი სოლო პროექტის Mammoth WVH ფარგლებში მას ჯერჯერობით მხოლოდ ორი კომპოზიცია აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული