Thumbnail

ნახეთ: სელენა გომესმა იმიჯი შეიცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარკვლავის, სელენა გომესის კოსმეტიკის ბრენდის Rare Beauty ინსტაგრამის გვერდზე მომღერლის სელფი გამოქვეყნდა, რომელშიც სელენა ქერა თმითაა წარმოდგენილი.

► კენდალ ჯენერი სელენა გომესის თაყვანისმცემლებმა გააკრიტიკეს

"ახალი იმიჯი. Rare Beauty-ს ახალი ტუჩსაცხი და ღაწვის ჩრდილების შერჩევაა საჭირო", - წერია პოსტის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა 2017 წელსაც შეიღება ქერად თმა. განახლებული იმიჯით ის კამერებმა პირველად American Music Awards-ზე აღბეჭდეს.

► სელენა გომესი საუბრობს, რატომ სურს მუსიკალური კარიერის დასრულება

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული