Thumbnail

ნახეთ: Vic Mensa და Chance The Rapper სინგლის Shelter აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი Vic Mensa და მისი თანაქალაქელი კოლეგა, გრემის მფლობელი რეპერი Chance The Rapper კომპოზიციის Shelter აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებენ. ტრეკი მენსას ბოლო EP-ში სახელწოდებით I TAPE შედის, რომელიც 26 მარტს გამოიცა.

ნახეთ: Chance The Rapper - The Heart & The Tongue

აღსანიშნავია, რომ სინგლის ორიგინალში ლეგენდარული კოლექტივის The Fugees წევრი Wyclef Jean მონაწილეობს.

ვიქ მენსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის კომპოზიციით Down On My Luck გახდა. არტისტი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ლეიბლის Roc Nation წევრია. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Autobiography ჩაუშვა გაყიდვაში. კარიერის განმავლობაში ვიქმა ისეთ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Kanye West, G-Eazy, Chance The Rapper, Pusha T და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული