Thumbnail

ნახეთ: H.E.R. კინოაკადემიის სცენაზე კომპოზიციას Fight For You ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში, ოსკარების 93-ე ცერემონიაზე ცნობილმა არენბი შემსრულებელმა, გაბრიელა უილსონმა, ფსევდონიმით H.E.R. კომპოზიცია Fight For You შეასრულა. მუსიკოსმა ნამუშევარი ნიუ იორკელი რეჟისორის, შაკა ქინგის ფილმისთვის Judas and the Black Messiah ჩაწერა და ამავე დაჯილდოებაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებაც მოახერხა.

ნახეთ: H.E.R.-მა Super Bowl-ის დაწყებამდე America the Beautiful შეასრულა

გაბრიელა უილსონმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გავრცელების შემდეგ, 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი H.E.R. გამოსცა. 2019 წელს მან საუკეთესო არენბი ალბომისა და საუკეთესო არენბი პერფორმანსის კატეგორიებში გრემის ჯილდოები მოიპოვა. 2021-ში კი არტისტმა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, ოსკარი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული