Thumbnail

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Hawkwind-ის Silver Machine შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა პროექტ Sunday Lunch-ის ფარგლებში, რომელიც მათ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესებული კარანტინის პერიოდში შექმნეს, ბრიტანული სფეის როკ ბენდის Hawkwind კომპოზიცია Silver Machine შეასრულეს. პერფორმანსის სტუმარი გიტარისტი, სიდნი ჯეიკი გახლდათ, რომელიც ოქროსფერი ნიღბით მოგვევლინა.

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა (I Can’t Get No) Satisfaction შეასრულეს

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Judas Priest-ის Breaking The Law შეასრულეს

Silver Machine ინგლისურმა სფეის როკ ჯგუფმა Hawkwind სინგლის სახით 1972 წელს გაავრცელა. ნამუშევარში ვოკალისტის როლს ბენდის ბასისტი იან ფრეიზერ კილმისტერი, იგივე Lemmy ირგებდა, რომელმაც ტრეკის ჩაწერიდან სამ წელიწადში ცნობილი ჰევი მეტალ კოლექტივი Motörhead ჩამოაყალიბა.

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული