Thumbnail

კენდალ ჯენერი სელენა გომესის თაყვანისმცემლებმა გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტოპ მოდელმა და ტელევარსკვლავმა, კენდალ ჯენერმა ტვიტერზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკული ბრენდის, Rodarte-ს 2 645 დოლარად ღირებულ ვარდისფერ ყვავილებიან კაბაშია გამოწყობილი. იგივე სამოსი პოპვარსკვლავ სელენა გომესს თავის ესპანურენოვან კომპოზიციაზე De Una Vez გადაღებულ კლიპში ეცვა. კენდალმა ასევე გააზიარა მისი ფან გვერდის მიერ გავრცელებული პოსტი, რომლის აღწერის გრაფაშიც ეწერა:

რეჟისორი განმარტავს კლიპში De Una Vez სელენა გომესის ჩაცულობის მნიშვნელობას

"კენდალმა ეს კაბა ყველაზე მეტად მოიხდინა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ".

25 წლის მოდელმა პოსტის გაზირებისას დაწერა:

"გადასაღები მოედნიდან სახლში უნდა წამეღო".

სწორედ ამ პოსტის გაზიარებას მოჰყვა სელენას თაყვანისმცემლების კრიტიკა. მათ ჯენერი არტისტის დაჩრდილვის მცდელობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც კენდალმა გაზიარებული პოსტი წაშალა.

"ტრაგიკულია, თუ როგორ იგრძნო კენდალმა სელენას დაჩრდილვის აუცილებლობა. ის იმდენად შეშინდა, დედოფალს შემადარებენ მხოლოდ ტანსაცმლის გამოო, რომ სასოწარკვეთილს იმის თქმა მოუხდა, უკეთესად გამოვიყურებიო? აი, ასე დაეცა".

"არ იყო იმის საჭიროება, რომ კენდალი და სელენა, რომლებიც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ამ კაბაში, ერთმანეთისთვის შეედარებინათ. უბრალოდ, უნდა გაჩერებულიყო იმის ნაცვლად, რომ ეს ტვიტი გაეზიარებინა. შესანიშნავად იცოდა, რასაც აკეთებდა", - წერდნენ მომღერლის ფანები.

ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი კენდალს ორიგინალ პოსტზეც უტოვებს კომენტარებს.

"წარმოიდგინეთ, ვიღაცას ჩრდილავდეთ, რა ბავშვური საქციელია", - წერს ერთ-ერთი.

სელენას ერთ-ერთი თაყვანისმცემელი კი ჯენერის ფოტოებს აზიარებს წარწერით - "მოუსმინეთ (გომესის ალბომს) Revelación".

სიმღერა De Una Vez 14 იანვარს გავრცელდა და მომღერლის მინი ალბომში Revelación შევიდა, რომელიც სელენას პირველი ესპანურენოვანი ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული