Thumbnail

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ ჰიტის Save Your Tears რემიქსი გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd კომპოზიციის Save Your Tears რემიქს ვერსია და მასზე შექმნილი ანიმაციური კლიპი გამოაქვეყნა. ნამუშევარში ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე მონაწილეობს. ვიდეორგოლის ავტორი ჯეკ ბრაუნი გახლავთ.

ნახეთ: girl in red-მა The Weeknd-ის სიმღერა Save Your Tears შეასრულა

სიმღერის ორიგინალი უიქენდის ბოლო ალბომში After Hours არის წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. ტრეკმა 20 ქვეყნის ჩარტის საუკეთესო ხუთეულში მოახერხა მოხვედრა.

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. 2020 წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული