Thumbnail

ნახეთ: კელი კლარკსონმა ელვის პრესლის სიმღერა Burning Love შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში The Kelly Clarkson Show ლეგენდარული მუსიკოსის, ელვის პრესლის კომპოზიცია Burning Love შეასრულა. კლარკსონს აკომპანემენტს ცოცხალი ბენდი უწევდა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა H.E.R.-ის კომპოზიცია Hard Place შეასრულა

ნახეთ: კელი კლარკსონმა Aerosmith-ის ჰიტი Dream On შეასრულა

კომპოზიცია ელვის პრესლიმ 1972 წელს გაავრცელა. სიმღერა ელვისის კომპილაციურ ალბომში Burning Love and Hits from His Movies, Volume 2 არის წარმოდგენილი.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული