Thumbnail

2020 წლის მარტში გამოქვეყნებული კომპოზიციის Unlearning შემდეგ, კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ პერეტამ, ფსევდონიმით Evidence, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გავრცელებული პირველი ახალი ნამუშევარი Better You შესთავაზა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ევის ახლო მეგობარი, ჟანრის გამორჩეული პროდიუსერი, ალქემისთი გახლავთ.

ნახეთ: Evidence - Unlearning

ნახეთ: Evidence კომპოზიციის Rain Drops ვიდეორგოლს ავრცელებს

ნახეთ: Boldy James, The Alchemist და Evidence კლიპში Grey October

არტისტმა, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1992 წელს დაიწყო, დღემდე 3 ალბომი გაავრცელა. მისი შემოქმედება მელანქოლიური ინსტრუმენტალებითა და რეჩიტატივის კითხვის ნელი მანერით ხასიათდება. სოლო ნამუშევრების პარალელურად, მაიკლი 2000-იანი წლების ჰიპ ჰოპ კოლექტივის Dilated Peoples ერთ-ერთი წამყვანი წევრია. ამის გარდა, 2014 წელს ევიდენსმა და გავლენიანმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა, ალქემისთმა დუეტი Step Brothers ჩამოაყალიბეს. იმავე წელს კოლეგებმა გაყიდვაში კოლაბორაციული ალბომი Lord Steppington ჩაუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული