Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters კომპოზიციაზე Chasing Birds შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters კომპოზიციაზე Chasing Birds შექმნილი კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის ბოლო, რიგით მეათე ალბომში Medicine at Midnight შედის, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. ფსიქოდელიური ვიდერგოლის ავტორი ანიმატორი და რეჟისორი, იმლინ დევისი გახლავთ.

მოუსმინეთ: Foo Fighters-მა მეათე ალბომი Medicine at Midnight გამოუშვა

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 11 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა ბოლო, რიგით მეათე ალბომი Medicine at Midnight მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული