Thumbnail

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, პატრიკ მორალესი, სასცენო სახელით Wiki და ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოღვაწე პროდიუსერი NAH ახალ კომპოზიციას Hip Hop და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებენ. სინგლი მუსიკოსების კოლაბორაციულ ალბომში Telephonebooth შევა, რომელიც 7 მაისს გამოიცემა.

Wiki-მ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჰიპ ჰოპ ჯგუფში Ratking მოღვაწეობით მოიპოვა. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი No Mountains in Manhattan გაავრცელა. ორი წლის შემდეგ კი რეპერმა კიდევ ერთი ჩანაწერი Oofie გამოაქვეყნა.

ხოლო NAH მაიკ ქუნის ინდასტრიალ ჰიპ ჰოპ პროექტია, რომელიც მუსიკოსმა 2010-იან წლებში შექმნა. აღსანიშნავია, რომ პროდიუსერობამდე არტისტი ემო რივაივალ ბენდის 1994! დრამერი და ვოკალისტი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული