Thumbnail

ნახეთ: Blackpink-ის ლისა იაპონური Vogue-ს ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრი, ლისა იაპონური Vogue-ის ივნისის ნომრის სტუმარია. 24 წლის არტისტის ფოტოები გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. ფოტოგრაფ კიმ ჰი ჯუნის ობიექტივში გოგონა Celine-ის სამოსშია აღბეჭდილი.

ნახეთ: BLACKPINK-ის ლისა საცეკვაო პერფორმანსს ავრცელებს

Blackpink-ის ლისა საუბრობს, რას ნიშნავს მისთვის სილამაზე

"ვოგის" ინსტაგრამის გვერდზე ფოტოსესიის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

ლალისა მანობანმა, სასცენო სახელით Lisa, პოპულარობა BLACKPINK-ში მოღვაწეობით მოიპოვა. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომლის დამსახურებითაც "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული