Thumbnail

ნახეთ: La Femme კომპოზიციის Nouvelle-Orléans კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფრანგული ჯგუფი La Femme კომპოზიციაზე Nouvelle-Orléans გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Paradigmes შედის, რომელიც 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 2 აპრილს გავრცელდა. სტუდიური ჩანაწერი 15 კომპოზიციას აერთიანებს.

La Femme ქალაქ ბიარიცში 2010 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Psycho Tropical Berlin გამოუშვა, 2016-ში კი მეორე სტუდიური ჩანაწერი Mystère გაავრცელა. ბენდის შემოქმედება ფსიქოდელიური პანკ როკის, ნიუ ვეივისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული