Thumbnail

Lizzo: მინდა, დაუმუშავებელი სელფი გაგიზიაროთ და გაჩვენოთ, როგორი ვარ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პირადი ჰიგიენის საშუალებების ბრენდი Dove ახალგაზრდებში თვითშეფასების ასამაღლებლად წამოწყებული პროექტის Self-Esteem ფარგლებში Zoom-ის საშუალებით ამერიკელ მუსიკოსს, მელისა ჯეფერსონს დაუკავშირდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას 32 წლის მომღერალმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა საკუთარი სხეულის რცხვენოდა და ისიც აღნიშნა, როგორ მოახერხა ამასთან გამკლავება.

Lizzo: გაინტერესებთ, რას ვაკეთებ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად?

"წლების წინ პროექტის What's Underneath ფარგლებში ტანსაცმლის გარეშე გადავიღე ფოტოები. მაშინ ჩემი ინტერვიუც დაიბეჭდა, რომელშიც ვამბობდი, რა მომწონდა საკუთარ თავში. როგორც ვთქვი, თუ ვინმეს უნდა, ნახოს, როგორ გამოვიყურები სინამდვილეში, შეუძლიათ, იუთუბზე მომძებნონ. მას შემდეგ დავიწყე ფიქრი, რომ არაფერი მაქვს დასამალი. სირცხვილის გრძნობა აღარ მაქვს. მე, უბრალოდ, ვპოსტავ საკუთარ თავზე. ამით ვამბობ, რომ ისეთი უნდა მიმიღოთ, როგორიც ვარ, არ არის საჭირო, გიყვარდეთ. თუ მინდა ამ სხეულში ცხოვრების გაგრძელება, ბედნიერების პოვნა და სიცოცხლით ტკბობა, გზა უნდა ვიპოვო საკუთარი თავის მოსაწონებლად. დიდი ხნის განმავლობაში განვსჯიდი ამ სხეულს, შემდეგ კი მისი პოზიტიურ კონტექსტში აღქმა დავიწყე", - ამბობს მუსიკოსი.

ლიზომ ინსტაგრამზე თავისი შიშველი ფოტო გაავრცელა ტექსტით:

"დღეიდან მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. ამის აღსანიშნავად მინდა, დაუმუშავებელი სელფი გაგიზიაროთ. წესით მუცელს შევისწორებდი და კანს გლუვ ეფექტს დავადებდი, მაგრამ მინდოდა, მეჩვენებინა, როგორი ვარ ბუნებრივად. მოხარული ვარ Dove-თან თანამშრომლობით და Self Esteem Project-ში ჩართვით, რომელიც სოციალური ქსელების ნეგატიური ზემოქმედების წინააღმდეგაა მიმართული და სილამაზის სტანდარტების შესახებ წარმოდგენების შეცვლას ისახავს მიზნად. მოდით, ყველა ნამდვილები ვიყოთ".

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული