Thumbnail

ამერიკული ჯგუფი Dinosaur Jr. ახალ კომპოზიციას Take It Back და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეთორმეტე ალბომში Sweep It Into Space შევა, რომელიც 23 აპრილს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერის თანაპროდიუსერი The War on Drugs-ის ყოფილი გიტარისტი, კურტ ვაილი გახლავთ.

ნახეთ: Dinosaur Jr. - Garden

მოუსმინეთ: Dinosaur Jr. - I Ran Away

Dinosaur Jr. შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ ამჰერსტში 1984 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Dinosaur გაავრცელეს. 1997 წელს, 7 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდგომ, ჯგუფი დაიშალა. 2005 წელს კი არტისტები ხელახლა შეიკრიბნენ, რის შემდეგაც კიდევ 4 ალბომი გამოაქვეყნეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული