Thumbnail

ბრიტანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სიმბიატუ აბიოლამ, ფსევდონიმით Little Simz, ახალი კომპოზიცია Introvert და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Sometimes I Might Be Introvert შევა, რომელიც 3 სექტემბერს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი სალომონ ლიგთელმი გახლავთ.

Little Simz-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული მიქსტეიპით STRATOSPHERE გახდა. დღემდე მუსიკოსმა სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც განსაკუთრებული მოწონება 2015 წლის ჩანაწერმა A Curious Tale Of Trials + Persons დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული