Thumbnail

ნახეთ: Pink Siifu კლიპს Cointail აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლივინგსტონ მეთიუსი, სასცენო სახელით Pink Siifu, მსმენელს კომპოზიციაზე Cointail შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს სთავაზობს. ანდერგრაუნდ რეპერის ტრეკის პროდიუსერი LastNameDavid გახლავთ, რომელმაც ინსტრუმენტალში ჯაზ მუსიკოსის, ნორმან კონორსის ცნობილი ნამუშევრის You Are My Starship სემპლი გამოიყენა. სინგლი სიფუს 2020 წლის ალბომის NEGRO დელუქს ვერსიაში არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Pink Siifu და Fly Anakin ალბომს $mokebreak ავრცელებენ

ნახეთ: Pink Siifu და Fly Anakin კლიპში Open Up Shop

ნახეთ: Pink Siifu მოკლემეტრაჟიან ფილმს NATION TYME აქვეყნებს

ფინქ სიფუმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გამოცემული ნამუშევრით Ensley გახდა. თუმცა, კალიფორნიელი რეპერისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი NEGRO გახლდათ, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება მოიპოვა. გამორჩეული წელი ლივინგსტონმა ვირჯინიელ რეპერ ფლაი ენექინთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრით დააგვირგვინა, რომელმაც კრიტიკოსებისა და არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული