Thumbnail

მოუსმინეთ: Cordae 4-ტრეკიან ჩანაწერს Just Until ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი იმედისმომცემი წარმომადგენელი, ქორდეი დანსთონი, ფსევდონიმით Cordae, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ჩრდილოკაროლინელმა ემსიმ ახალი EP სახელწოდებით Just Until გამოაქვეყნა, რომელი 4 კომპოზიციას მოიცავს. ტრეკის More Life ფარგლებში ქორდეიმ ეპოქალური კოლექტივის A Tribe Called Quest ლიდერთან, ქიუ-თიფთან ითანამშრომლა. ჩანაწერში Wassup კი თანამედროვე ჰიპ ჰოპის გავლენიანი არტისტი, იანგ თაგი მონაწილეობს.

ნახეთ: Cordae - The Parables

ნახეთ: Cordae - Gifted Ft. Roddy Ricch

მოუსმინეთ: DJ Scheme - Soda Ft. Cordae x Ski Mask the Slump God

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის "1985" რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს, ჰიპ ჰოპ კოლექტივის YBN დაშლის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ ქორდეი გახლდათ, რეპერმა ფსევდონიმი YBN Cordae შეიცვალა და ახლა ის სასცენო სახელით Cordae მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული