Thumbnail

ლეგენდარულმა პროდიუსერმა და რეპერმა, რობერტ დიგსმა, იგივე RZA-მ, პროექტით Bobby Digital, 2008 წლის შემდეგ პირველი ახალი კომპოზიცია Pugilism გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი ტრადიციულად თავად რიზა გახლავთ. ტრეკი ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის მომავალ სოლო ალბომში Bobby Digital: Digital Potions იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: RZA მედიტაციურ ჩანაწერს Camp TAZO: Zen ავრცელებს

Wu-Tang Clan 181-კილოგრამიან ფოტოალბომს გამოუშვებს

ნახეთ: Wu-Tang Clan-მა გადაცემაში Tiny Desk Concert კომპოზიციები ცოცხლად შეასრულა

რიზა ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. 1992 წელს ბრუკლინელმა შემსრულებელმა ეპოქალური გაერთიანება Wu-Tang Clan ჩამოაყალიბა. ჯგუფი უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა და ახლაც გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს. კოლექტივმა დღემდე 7 სტუდიური ალბომი გამოსცა და 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. მუსიკოსებს არაერთ კოლაბორაციულ პროექტზე უმუშავიათ.

ვუ-თენგში მოღვაწეობის პარალელურად, რიზა მდიდარი სოლო კარიერით გამოირჩევა. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს და 20-მდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. რობერტი აგრეთვე მსახიობი და რეჟისორია. მან ოცამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული