Thumbnail

მოუსმინეთ: Flying Lotus ტრეკებს Black Gold და Between Memories ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, სტივენ ელისონმა, სასცენო სახელით Flying Lotus, ორი ახალი კომპოზიცია Black Gold და Between Memories გაავრცელა. პირველ ნამუშევარში მასთან ერთად ცნობილი არტისტი Thundercat მონაწილეობს, მეორეში კი ახალგაზრდა პროდიუსერი Niki Randa. ტრეკები კოპანია Netflix-ის ახალი სერიალისთვის Yasuke ჩაიწერა, რომლის პრემიერაც 29 აპრილს იგეგმება.

Flying Lotus 2005 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან Captain Murphy-ის ფსევდონიმით რეჩიტატივის კითხვა დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: MmmHmm, Fall In Love და კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი ტრეკი Never Catch Me. მუსიკოსს ამ დრომდე 6 ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული