Thumbnail

20 აპრილს მარიხუანის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით კანაფის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ Weedmaps ვირტუალური კონცერტი გამართა, რომლის წამყვანიც კალიფორნიელი ვეტერანი მუსიკოსი, სნუპ დოგი გახლდათ. ღონისძიებაში მონაწილეობა ისეთმა არტისტებმა მიიღეს, როგორებიც არიან: ASAP Rocky, Jhené Aiko, Wiz Khalifa, G-Eazy, Berner, The Alchemist, Too Short და სხვები. ლაივის დასრულების შემდეგ კი იუთუბზე ეისეფ როქის მიერ შესრულებული ახალი კომპოზიცია სახელწოდებით Sandman გავრცელდა.

მოუსმინეთ: ASAP Rocky - Rich Nigga Problems

მოუსმინეთ: Sauce Walka x ASAP Rocky - ASAP Sauce

მოუსმინეთ: Brockhampton x ASAP Rocky - COUNT ON ME

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, 2018 წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული