Thumbnail

ჯონ ლენონი: პოლ მაკკარტნი ბობ დილანს პატივს არ სცემდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონ ლენონი ბობ დილანის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და საჯაროდ არაერთხელ არ დაუშურებია საქებარი სიტყვები. 1971 წელს ცნობილ ინტერვიუში Lennon Remembers ჯონმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა და გაამხილა, რომ პოლ მაკკარტნი დილანის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი.

პიტ თაუნსენდი: პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი ხალხს სხვადასხვანაირად ეპყრობოდნენ

The Beatles-ის სიმღერა, რომლის ჩაწერითაც პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონს გული ატკინა

"ბობ დილანი ძალიან მიყვარდა, არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნა. მის საპროტესტო განწყობებსაც პატივს ვცემდი. ჟღერადობა ისე მომწონდა, რომ ტექსტებს დიდად არც ვუსმენდი. დილანი მეკითხებოდა ხოლმე: "ჯონ, სიმღერას მოუსმინე და სიტყვები გაიგეო?". მე კი ვპასუხობდი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მარტო შენი ჟღერადობა წონის ყველაფერს-მეთქი. ვიცი, რომ პოლ მაკკარტნი მას პატივს არ სცემდა. ალბათ, ეჭვიანობდა. მას ბევრი სხვა კარგი არტისტიც არ მოსწონდა. თუმცა, ეს უსაფუძვლო არ ყოფილა - პოლი მე არასოდეს ამიმაღლებია, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ მუსიკაში", - ამბობდა ჯონ ლენონი.

ლენონის მოსაზრების მიუხედავად, თავად პოლ მაკკარტნიმ გამოცემა Uncut-თან ინტერვიუში დილანს ლეგენდა უწოდა და განაცხადა, რომ მას ყოველთვის მოსწონდა, რასაც ბობ დილანი აკეთებდა. პოლმა ასევე დასძინა, რომ ის ხშირად ნატრობს, ბობს ოდნავ მაინც ჰგავდეს.

პოლ მაკკარტნი: ხანდახან ვნატრობ, ოდნავ მაინც ვგავდე ბობ დილანს

2007 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში თავად ბობ დილანმაც გამოხატა სიმპატია მაკკარტნის მიმართ. ის ამბობდა, რომ პოლი უნიკალური მუსიკოსია და ხშირად აღაფრთოვანებს.

The Beatles-ის კომპოზიცია, რომელსაც, ლენონის აზრით, მაკკარტნიზე უკეთ იმღერებდა

კომენტარები

ბოლოს დამატებული