Thumbnail

McDonald's მომხმარებლებს BTS-ის მენიუს შესთავაზებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

"მაკდონალდსი" პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის თაყვანისმცემლებს 26 მაისიდან სპეციალურ მენიუს The BTS Meal შესთავაზებს, რომელიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. რესტორნების ქსელი უკვე ექვსი თვეა, კამპანიას Famous Orders (ცნობილი შეკვეთები) ახორციელებს, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის მხოლოდ ერთი ქვეყნის ბაზარზე არ იქნება ფოკუსირებული.

BTS-ის კლიპმა Dynamite იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

"ბითიესის" მენიუში 10 ცალი ქათმის ნაგეთსი, საშუალო ზომის კარტოფილი ფრი, საშუალო კოლა და სოუსების ორი სახეობა - ტკბილი ჩილი და Cajun Dipping შევა. აღსანიშნავია, რომ ეს სოუსები "მაკდონალდსის" კორეული რესტორნების პოპულარული რეცეპტების შთაგონებით არის დამზადებული და ამერიკულ McDonald's-ში პირველად მოხვდება.

ქვეყნები, სადაც BTS Meal-ის შეკვეთა იქნება შესაძლებელი:

"მაკდონალდსის" ახალი პიარ კამპანიის შესახებ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, როცა რესტორნების ქსელმა ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ ტრევის სკოტთან დაიწყო თანამშრომლობა. მაშინ შეთავაზებულ მენიუში შესულ ჰამბურგერზე Quarter Pounder მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ ზოგიერთ ფილიალში მისი დეფიციტი შეიქმნა. ოქტომბერში კი კამპანიაში პოპულარული კოლუმბიელი მუსიკოსი, ჯეი ბალვინი ჩაერთო.

BTS პირველია სამხრეთ კორეიდან, რომელმაც Brit Awards-ის ნომინაცია მიიღო

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული