Thumbnail

კრის მარტინი: მეგონა, ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი, ეს სიმღერა რომ შემესრულებინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენმა, კრის მარტინმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში დაასახელა სიმღერა, რომელზეც ბავშვობაში ფიქრობდა, რომ, მისი შესრულების შემთხვევაში, ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ეს ლეგენდარული როკ ბენდის, The Rolling Stones-ის ჰიტი Sympathy for the Devil გახლავთ.

კრის მარტინმა გაიხსენა, ვისზე ფიქრობდა სიმღერის Yellow შექმნისას

Coldplay ახალ ალბომზე Music Of The Spheres მუშაობს

"ძალიან რელიგიურ გარემოში გავიზარდე, სადაც მხოლოდ ორი მხარე არსებობდა - სამოთხე და ჯოჯოხეთი. მეუბნებოდნენ, რომ მკერდზე გაფიქრებაც კი არ მეპატიებოდა და აუცილებლად დავისჯებოდი. დღემდე აშშ-ში არაერთ კონსერვატორ ქრისტიანს აქვს მსგავსი შეხედულებები. სწორედ ამიტომ, მთელი წელი გავატარე იმაზე ფიქრში, დავისჯებოდი თუ არა, ჯგუფ The Rolling Stones-ის სიმღერა Sympathy for the Devil რომ შემესრულებინა. ასევე, 14 წლის ასაკში მსურდა, Fleetwood Mac-ის კომპოზიცია Black Magic Woman მემღერა. თუმცა, განვიხილავდი იმას, რომ, თუ ამას გავაკეთებდი, კარმის დამსახურებით საქმე ცუდად შემომიბრუნდებოდა", - ამბობს კრის მარტინი.

კრის მარტინმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს მულტიინსტრუმენტალისტ ჯონი ბაქლენდთან ერთად ჩამოყალიბებულ ჯგუფ Pectoralz-ში მოღვაწეობით დაიწყო. მოგვიანებით კოლექტივს სახელი გადაერქვა და Coldplay ეწოდა. მუსიკოსს ბენდთან ერთად 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული