Thumbnail

ექსპერიმენტული არენბი შემსრულებელი Spellling ახალ კომპოზიციას Little Deer ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მესამე ალბომში The Turning Wheel იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს გამოიცემა.

კალიფორნიელმა არტისტმა, ქრისტია კაბრალმა პროექტი Spellling 2017 წელს შექმნა. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Pantheon of Me გაავრცელა. მას ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული