Thumbnail

Page Six: განქორწინების ინიციატორი არა კარდაშიანი, არამედ ქანიე ვესთი იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანთან განქორწინების გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Page Six წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მუსიკოსი ამბობს, რომ კარდაშიანთან, შვილების გარდა, არაფერი ჰქონდა საერთო.

როგორია ქანიე ვესთის პოზიცია კიმ კარდაშიანთან განქორწინების პროცესში

"ქანიე ძალიან ბრაზობს, რომ ისე გამოვიდა, თითქოს კიმი შორდებოდეს მას. სინამდვილეში ვესთი ერთი წლის განმავლობაში იმეორებდა, რომ მათ ბავშვების გარდა არაფერი ჰქონდათ საერთო და დაშორება უნდოდა. კიმმა კი ყველაფერი იღონა ამ ქორწინების გადასარჩენად. ხოლო განქორწინების თაობაზე განცხადების შეტანა ქანიემ მას იმიტომ დაუთმო, რომ ქალისთვის ღირსება არ შეელახა", - ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

მანამდე Page Six-ს რეპერთან დაახლოებული პირი ატყობინებდა, რომ ქანიემ კიმთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა.

"მანამ კიმი სასამართლოში შეიტანდა განაცხადს, ქანიემ ტელეფონის ნომერი გამოცვალა და თქვა - შეგიძლიათ, ჩემი უსაფრთხოების სამსახურის საშუალებით დამიკავშირდეთო".

მედიის ცნობით, ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანთან კომუნიკაცია სრულად გაწყვიტა

გამოცემა აგრეთვე იუწყება, რომ ქანიე ვესთი უკვე მომავალ ურთიერთობაზე ფიქრობს.

"ქანიეს სურს, მომავალში ურთიერთობა ხელოვან ადამიანთან ჰქონდეს, რათა ერთ ენაზე შეეძლოთ საუბარი", - ციტირებდა გასულ კვირას "ფეიჯ სიქსი" წყაროს სიტყვებს.

მედიის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილი მრავალი თვის განმავლობაში ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა. რეპერი უაიომინგის რანჩოში ამჯობინებდა ყოფნას, კიმი კი ლოს ანჯელესში შვილებთან. როგორც წყაროები ამბობენ, კარდაშიანისთვის გადამწყვეტი ქანიე ვესთის განცხადება აღმოჩნდა, როდესაც, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ატირებულმა საჯაროდ გაამხილა, რომ კიმი მათი პირველი შვილის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ამას დაერთო მუსიკოსის ბიპოლარული აშლილობა. ის საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას კარდაშიანების ოჯახს და კიმის დედას, კრის ჯენერს "კრის ჩენ ინს" უწოდებდა. ამის შემდეგ ტელევარსკვლავი უაიომინგში ჩავიდა, მოგვიანებით მათ ბავშვებთან ერთად გაატარეს რამდენიმედღიანი შვებულებაც, თუმცა, საბოლოოდ განქორწინება არჩიეს.

კიმი და ქანიე უაიომინგში 

წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მათ ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული