Thumbnail

Bobby Shmurda საუბრობს, ვისთან ერთად ჩაწერა ახალი კომპოზიციები

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ეკვილ პოლარდი, ფსევდონიმით Bobby Shmurda, შემოქმედებითი კარიერის განახლებისთვის ემზადება. ციხიდან გამოსვლის შემდგომ მას ახალი ნამუშევრები არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ბრუკლინელი რეპერის თაყვანისმცემლებს დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევთ. ბობიმ მუსიკალური გეგმების შესახებ ვეტერანი კოლეგის, მეინოს პოდკასტში Kitchen Talks სტუმრობისას ისაუბრა.

ბობი შმურდა მიმდინარე თვეში ახალ ტრეკს გამოაქვეყნებს

ბობი შმურდა: 50 Cent ერთადერთია, რომელიც რეალურად დამიდგა გვერდში

"ახალ მუსიკაზე აქტიურად ვმუშაობ. კომპოზიციებზე მეინოსთან, ქუევოსთან, დაბეიბისთან, ლილ უზი ვერტთან, როუდი რებელთან და 42 Dugg-თან ვითანამშრომლე. ცხელი ზაფხული გელოდებათ", - აღნიშნა ბრუკლინელმა.

კრიმინალური დაჯგუფების GS9 წევრი ბობი შმურდა და მისი რამდენიმე მეგობარი მკვლელობის დაგეგმვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში 2014 წელს დაადანაშაულეს. 2021 წლის თებერვალში რეპერი ციხიდან კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, დამატებით 5 წლის განმავლობაში ბრუკლინელი პირობით სასჯელს მოიხდის.

ბობიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს ცნობილი კომპოზიციების დაქავერებით დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2014 წლის კომპოზიციით Hot Nigga გაიცნო, რომელიც დღეს ხუთმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. იმავე წელს ბობიმ სადებიუტო მიქსტეიპი Shmoney Shmurda და EP სახელწოდებით Shmurda She Wrote გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული