Thumbnail

ვეტერანი ნიუ იორკელი რეპერი, სოულის შემსრულებელი, ბითბოქსერი, დიჯეი და ფოტოგრაფი, დერიქ ჯოუნსი, ფსევდონიმით D-Nice, საკუთარი კომპოზიციის No Plans For Love რემიქსს აქვეყნებს. ჩანაწერის ორიგინალ ვერსიაში მონაწილე არტისტებთან, Ne-Yo-სა და Kent Jones-თან ერთად ალტერნატიულ ნამუშევარში ცნობილი კალიფორნიელი მუსიკოსი, სნუპ დოგი მონაწილეობს.

დი-ნაისმა მუსიკალური მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. ნიუ იორკელმა ფართო საზოგადოების ყურადღება ცნობილ კოლექტივში Boogie Down Productions მოღვაწეობით გაითქვა. დერიქის სოლო დისკოგრაფია 1990-91 წლებში გამოცემულ ალბომებს Call Me D-Nice და To Tha Rescue აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული