Thumbnail

როგორ ამუშავებდა ბილი აილიში ხმას კონცერტების წინ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში ტურნეებს 2017 წლიდან მართავს. მანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, 19 წლის არტისტს თითქმის ყოველი საღამო გაწერილი ჰქონდა მსოფლიო ტურნეს Where Do We Go? ფარგლებში. ასეთ რეჟიმში მომღერლისთვის მნიშვნელოვანია, ხმა მუდმივად ფორმაში ჰქონდეს. 2019 წელს, Entertainment Tonight-თან ინტერვიუში, გოგონას ჰკითხეს, მიმართავდა თუ არა ხმის მოსამზადებლად რაიმე მეთოდს პერფორმანსის წინ.

ბილი აილიში: ამ კლიპის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, არტისტი გავმხდარიყავი

"კი, ადრე ამას ვაკეთებდი. პირველ ტურნეში ხმის გასახურებლად კონკრეტულ სიმღერას ვასრულებდი, ეს იყო საბრინა კლაუდიოს შემოქმედებიდან. მგონი, Unravel Me ან Belong To You, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყოველთვის საბრინას სიმღერას ვმღეროდი. ახლა კი, უბრალოდ, ხმის სავარჯიშოებს ვაკეთებ", - ამბობდა მაშინ მუსიკოსი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

ბილი აილიში: ორი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე კოშმარს ვხედავდი

კომენტარები

ბოლოს დამატებული