Thumbnail

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა დრილ შემსრულებელმა, მაქსი ლი რაილზმა, ფსევდონიმით Fivio Foreign, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული კომპოზიცია Self Made შესთავაზა. ფავიოს ახალი ჩანაწერის პროდიუსერები AXL Beats და Yoz Beatz არიან. ტრეკი, სავარაუდოდ, მუსიკოსის სადებიუტო ალბომის B.I.B.L.E ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Fivio Foreign - Trust

ნახეთ: Lil Tjay, Polo G და Fivio Foreign კლიპში Headshot

ნახეთ: Funk Flex x Fivio Foreign - Game Time

ფავიომ მუსიკალური მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. მას პოპულარობა 2019 წელს გამოცემულმა კომპოზიციამ Big Drip მოუტანა, რომლის რემიქსიც ისეთმა ცნობილმა რეპერებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან Lil Baby და Quavo. ნიუ იორკელ რეპერს ამ დრომდე ორი EP აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ფავიო 2020 წელს გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახლო მეგობარი გახლდათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული