Thumbnail

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა (I Can’t Get No) Satisfaction შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა ბრიტანული საკულტო ბენდის The Rolling Stones კომპოზიცია (I Can’t Get No) Satisfaction შეასრულეს. არტისტებმა ნამუშევარი პროექტ Sunday Lunch-ის ფარგლებში ჩაწერეს, რომელიც მათ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესებული კარანტინის პერიოდში შექმნეს. პერფორმანსის სტუმარი კვლავ უცნობი გიტარისტი გახლდათ, რომელიც სახეს ნიღბით იფარავდა.

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Judas Priest-ის Breaking The Law შეასრულეს

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Iron Maiden-ის Number Of The Beast შეასრულეს

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული