Thumbnail

კრისტინა აგილერა საუბრობს, რა ემოციები გაუჩნდა, როდესაც 40 წლის გახდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, კრისტინა აგილერა გასული წლის დეკემბერში 40 წლის გახდა. ჟურნალ Health-თან ინტერვიუში მომღერალს ჰკითხეს, რა ემოციები გამოიწვია მასში ამ ასაკის შესრულებამ.

კრისტინა აგილერა: ვერ ვიტანდი, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი

კრისტინა აგილერა: ამ სიმღერაში აღებულმა მაღალმა ნოტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

"ამ დროს საკუთარი თავს ეკითხები: რატომ ვიხევ უკან ჩემი ცხოვრების გარკვეულ ასპექტებში? ვინ ვარ მე და რისთვის ვცხოვრობ? ასაკის მატებასთან ერთად აცნობიერებ, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმაზე დროის დასახარჯად, რომ ინერვიულო, თუ რას ფიქრობს ხალხი შენზე. გავაანალიზე, რომ მოგონებებს ვქმნი ჩემი თავისთვის და არ ვღელავ სხვების შეხედულებებზე", - ამბობს კრისტინა აგილერა.

კრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს აგილერამ მსმენელებს რიგით მერვე სტუდიური ალბომი Liberation შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ის საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული