Thumbnail

მოუსმინეთ: Greta Van Fleet ახალ ალბომს The Battle at Garden's Gate ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული როკ ჯგუფი Greta Van Fleet რიგით მეორე ალბომს The Battle at Garden's Gate ავრცელებს. სტუდიური ნამუშევარი 12 კომპოზიციას აერთიანებს. კოლექტივმა ჩანაწერზე 7 გრემის მფლობელ პროდიუსერთან, გრეგ კიორსტინთან ერთად იმუშავა.

ნახეთ: Greta Van Fleet - My Way, Soon

Greta Van Fleet მიჩიგანის შტატში 2012 წელს შეიქმნა. ჯგუფი ფართო საზოგადოებამ 2017 წელს გამოცემული სინგლით Highway Tune გაიცნო. მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Anthem of the Peaceful Army გაავრცელეს. გრემის მფლობელი ბენდის შემოქმედებაზე გავლენა ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Led Zeppelin მოახდინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული