Thumbnail

მოუსმინეთ: ფიონა ეფლი შერონ ვან ეტენი სიმღერის Love More ქავერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფიონა ეფლმა ბრუკლინელი არტისტის, შერონ ვან ეტენის კომპოზიციის Love More ქავერ ვერსია გაავრცელა. სინგლი შერონის რიგით მეორე ალბომის Epic საიუბილეო ვერსიაში epic Ten შედის, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ნახეთ: ფიონა ეფლი კლიპს Shameika ავრცელებს

ფიონა ეფლმა შემოქმედებითი კარიერა 1994 წელს დაიწყო. ორ წელიწადში არტისტმა სადებიუტო ალბომი Tidal გაავრცელა. 1998 წელს მან ქალის მიერ შესრულებული საუკეთესო როკ პერფორმანსისთვის გრემის ჯილდო მოიპოვა. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოშვების შემდეგ, 2020 წელს არტისტმა რიგით მეხუთე ნამუშევარი Fetch the Bolt Cutters გამოაქვეყნა, რომელმაც ფიონას გრემი წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში მოუტანა. მან ეს ჯილდო საუკეთესო როკ შესრულების კატეგორიაშიც მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული