Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი Marina ახალ კომპოზიციას Purge The Poison და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში Ancient Dreams in a Modern Land იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა.

მარინა დიამანდისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ის წარსულში სიმღერებს სასცენო სახელით Marina and the Diamonds ავრცელებდა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Froot, How to Be a Heartbreaker და Primadonna მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს შემსრულებლის ალბომმა Electra Heart ბრიტანულ ჩარტებში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული