Thumbnail

ცნობილი მისისიპელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯასტინ სკოტი, ფსევდონიმით Big K.R.I.T., მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სამხრეთელმა ახალი კომპოზიცია Pick Up The Pace გამოაქვეყნა. ჩანაწერი კომპიუტერული თამაშის MLB: The Show ერთ-ერთი საუნდტრეკია.

მოუსმინეთ: Big K.R.I.T. - Tiz The Season

მოუსმინეთ: Big K.R.I.T. - KICKOFF

ნახეთ: BIG K.R.I.T. - K.R.I.T. HERE

ჯასტინის მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ნამუშევარი See Me On Top გაავრცელა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2010 წელს გამოშვებული ოფიციალური მიქსტეიპით K.R.I.T. Wuz Here გახდა. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს. მისი შემოქმედება კლასიკური სამხრეთული ჰიპ ჰოპისა და ჟანრის თანამედროვე ჟღერადობის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული