Thumbnail

ცნობილი კანადური პოსტ ჰარდკორ ჯგუფი Silverstein ახალ კომპოზიციას Bankrupt და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც კოლექტივმა ბოლო, რიგით მეათე ალბომის A Beautiful Place to Drown გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

Silverstein ონტარიოს პროვინციის ქალაქ ბარლინგტონში 2000 წელს შეიქმნა. სამ წელიწადში ჯგუფმა სადებიუტო ალბომი When Broken Is Easily Fixed გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 10 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ ბენდს მსოფლიო მასშტაბით მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული