Thumbnail

კანადელ-ამერიკელი მომღერალი, ალანის მორისეტი ახალ კომპოზიციას I Miss the Band და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. არტისტმა სიმღერა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ლაივ ბენდებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული სხვა ადამიანების მხარდასაჭერად ჩაწერა. ვიზუალურ ნამუშევარში ალანისისა და მისი ბენდის ფოტოები და ვიდეოებია გამოყენებული.

ნახეთ: ალანის მორისეტმა ჯონ ლენონის კომპოზიცია Happy Xmas (War Is Over) დააქავერა

ალანის მორისეტმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Alanis გაავრცელა. 7 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 1995 წლის ნამუშევარმა Jagged Little Pill მოუტანა. დღემდე ამ ალბომის 33 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული