Thumbnail

მოუსმინეთ: კომპოზიცია Been To War გავრცელდა, რომელშიც DMX მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

იუთუბზე აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Been To War გავრცელდა, რომელშიც 9 აპრილს გარდაცვლილი გავლენიანი რეპერი, ერლ სიმონსი, სასცენო სახელით DMX მონაწილეობს. ნიუ იორკელი ემსის ვერსთან ერთად მსმენელი ფრენჩ მონტანასა და სვიზ ბითზის პარტიებს მოისმენს. ნამუშევარი კრიმინალური ჟანრის სერიალის Godfather Of Harlem ერთ-ერთი საუნდტრეკია.

სნუპ დოგი იხსენებს, როგორ გაიცნო DMX

ნახეთ: რას ფიქრობდა DMX ემინემის შესახებ

Funk Flex: მუსიკოსები DMX-ს უნდა დახმარებოდნენ

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. სიცოცხლის განმავლობაში მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

2021 წლის 3 აპრილს 50 წლის რეპერი ნარკოტიკული საშუალებების ზედიზორებით გამოწვეული გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი ვეგეტატიურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებდა. ცნობილია, რომ დიემექსი ბოლო პერიოდში რიგით მეცხრე ალბომზე მუშაობდა, რომელშიც მონაწილეობა ჰიპ ჰოპ გაერთიანებას Griselda, გარდაცვლილ რეპერ ფოფ სმოუქს, ბონოს, სნუპ დოგს, ლილ უეინს, აშერს, სვიზ ბითზს და სხვებს უნდა მიეღოთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული