Thumbnail

ვეტერანი ნიუ ჯერსელი ემსი, რეჯინალდ ნოუბლი, ფსევდონიმით Redman, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეჯიმ ახალი კომპოზიცია 80 Barz გამოაქვეყნა, რომელიც მის მომავალ ალბომში Muddy Waters 2 იქნება წარმოდგენილი. რეპერის თქმით, სტუდიური ნამუშევარი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოიცემა.

მოუსმინეთ: Redman სამტრეკიან ჩანაწერს 3 Joints ავრცელებს

ნახეთ: Redman კლიპს Slap Da Shit Outcha ავრცელებს

მოუსმინეთ: Gang Starr - Bad Name (Remix) Ft. Method Man & Redman

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული