Thumbnail

ნახეთ: ყველაზე გაყიდვადი ფირფიტები 2021 წელს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ორგანიზაციამ Official Charts დიდ ბრიტანეთში 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტჯერ გაყიდული ფირფიტები დაასახელა. ჩამონათვალს 17 300 ეგზემპლარით პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ლანა დელ რეის ბოლო ალბომი Chemtrails over the Country Club ლიდერობს. მას ცნობილი როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის რიგით მე-10 სტუდიური ჩანაწერი Medicine at Midnight მოსდევს. მესამე პოზიცია კი ელექტრონული დუეტის, Bicep-ის ნამუშევარმა Isles დაიკავა. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, Kings Of Leon, Fleetwood Mac და სხვები.

ყველაზე გაყიდვადი ვინილების ათეული ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ ლანა დელ რეის ალბომი Chemtrails over the Country Club ოცდამეერთე საუკუნეში ქალი შემსრულებლის მიერ გამოცემული ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ფირფიტა გახდა. პირველივე კვირაში მისი 16 700 ეგზემპლარის რეალიზაცია მოხდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული