Thumbnail

ნახეთ: ტომ ჰენქსის შვილმა, ჩეთმა ჰიპ ჰოპ ტრეკზე White Boy Summer კლიპი გადაიღო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი მსახიობის, ტომ ჰენქსის შვილმა ჰიპ ჰოპ კომპოზიცია White Boy Summer და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. 30 წლის მუსიკოსისა და მსახიობის, ჩეთ ჰენქსის ტრეკი დასავლეთ სანაპიროს რეპისთვის დამახასიათებელი ჟერადობისაა. ვიდეორგოლი სწორედ კალიფორნიაშია გადაღებული.

ჩეთმა მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილი პიტსბურგელი რეპერის, ვიზ ქალიფას ჰიტის Black And Yellow ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა. 2016 წელს ჰენქსმა დრუ არტურთან ერთად დუეტი FTRZ ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ პროექტმა მსმენელს სადებიუტო EP სახელწოდებით Ocean Park შესთავაზა. 2020 წელს გაერთიანებამ მხოლოდ ორი ტრეკი გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული