Thumbnail

მოუსმინეთ: რემი ვოლფი კომპოზიციის Rufufus რემიქსს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიელი მუსიკოსი, რემი ვოლფი სადებიუტო EP-ში You're a Dog! შესული კომპოზიციის Rufufus რემიქს ვერსიას ავრცელებს, რომლის ავტორიც ამერიკული ელექტროპოპ დუეტი Sylvan Esso გახლავთ. ნამუშევარი რემის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში We Love Dogs! შევა, რომელიც 5 მაისს გამოიცემა.

რემიმ შემოქმედებითი კარიერა 2019 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო ჩანაწერი You're a Dog! გაავრცელა. მომდევნო წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე EP სახელწოდებით I'm Allergic to Dogs! გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება სოულს, პოპსა და ფანკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული