Thumbnail

მომავალი ალბომის La Maquina პრომოუშენის ფარგლებში, ბუფალოელი ემსი დიმონდ ფრაისი, ფსევდონიმით Conway The Machine, ახალ სინგლს Scatter Brain აქვეყნებს. გაერთიანება "გრიზელდას" წევრის კომპოზიციაში მისი სამხრეთელი კოლეგები, ვეტერანი ლუდაქრისი და "დრიმვილის" წარმომადგენელი J.I.D მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი Don Cannon გახლავთ.

მოუსმინეთ: Conway The Machine - Blood Roses

მოუსმინეთ: J.I.D x Conway The Machine - Ballads

Conway The Machine: მუსიკამ გადამარჩინა

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული