Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკა ცქიტიშვილი, ფსევდონიმით Cozy K, მსმენელს ახალ კომპოზიციას The Difference სთავაზობს. რეპერის ინგლისურენოვანი ჩანაწერის პროდიუსერი Diginama გახლავთ.

მოუსმინეთ: Cozy K ოთხტრეკიან ჩანაწერს Different Zone ავრცელებს

მოუსმინეთ: Cozy K - Trill

მოუსმინეთ: Cozy K - CONDITIONS

ქოზი ქეიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს, სადებიუტო ტრეკით Grindin' დაიწყო. ახალგაზრდა ქართველი რეპერი რეჩიტატივს ინგლისურ ენაზე კითხულობს. 2019 წლის იანვარში ქოზიმ პირველი მიქსტეიპი P.O.V გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ნიკამ კონტრაქტი ამერიკულ ლეიბლთან Adjacent Possible გააფორმა, რომლის მხარდაჭერითაც 2020 წლის დასაწყისში ორი EP სახელწოდებებით To Be Honest და Different Zone გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული