Thumbnail

მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დიმარიო დიუეინ უაით უმცროსი, ფსევდონიმით Moneybagg Yo, მსმენელს ახალ კომპოზიციას GO! სთავაზობს. სამხრეთელი რეპერის ჩანაწერში მისი კოლეგა BIG 30 მონაწილეობს, პროდიუსერები კი Flex On The Beat, FOREVEROLLING და RealRed არიან. ტრეკი მანიბეგის მომავალი ალბომის A GANGSTA’S PAIN ერთ-ერთი სინგლია. ნამუშევარი გაყიდვაში 23 აპრილს ჩაეშვება.

ნახეთ: Moneybagg Yo x Future - Hard For The Next

ნახეთ: Moneybagg Yo - Time Today

ნახეთ: Blac Youngsta, Lil Baby და Moneybagg Yo კლიპში I Met Tay Keith First

მანიბეგ იომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. არტისტის დისკოგრაფია 16 ოფიციალურ მიქსტეიპს, კომპილაციურ ჩანაწერსა და 3 სტუდიურ ალბომს აერთიანებს. ახალგაზრდა არტისტი ვეტერანი კოლეგის, Yo Gotti-ის დამოუკიდებელი ლეიბლის CMG წევრია. დიმარიოს ცნობილი ტრეკებია: All Of A Sudden, Doin To Much, Yesterday, Mandatory Drug Test და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული