Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR მსმენელს მათი წევრის, ნიკოლოზ საბანაძის ახალ ტრეკს Nokia სთავაზობს. პროდიუსერის ინსტრუმენტალზე საკუთარ პარტიებს მაქსიმე მაჩაიძესთან ერთად ახალგაზრდა არტისტები Tashyo და Faeywa ასრულებენ.

მოუსმინეთ: KayaKata - Tovlebi

მოუსმინეთ: KayaKata - Routes

მოუსმინეთ: KayaKata - BASSZEDGAS

საბანაძე მუსიკალურ მოღვაწეობას 2000-იანი წლების მიწურულს შეუდგა. 2008-11 წლებში ის ჰიპ ჰოპ კოლექტივის AV წევრი იყო, სადაც ემსისა და პროდიუსერის როლს ითავსებდა. თუმცა, მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ შემოქმედებითი გაერთიანებიდან LTFR გაიცნო. 2015 წელს მისი პირველი ნამუშევარი Funky გამოიცა. განსაკუთრებით პროდუქტიულია საბანაძის თანამშრომლობა პოპულარულ ჰიპ ჰოპ პროექტთან KayaKata. კოლექტივის სადებიუტო ალბომის "სადაა" ყველა კომპოზიციის პროდიუსერი სწორედ ის გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული